ჩვენი კომპანიის შესახებ

კერძო დეტექტივის სააგენტო დაფუძნდა 2004 წელს. გააჩნია დიდი პროფესიული გამოცდილება და ორიენტირებულია კლიენტის ინტერესის დაკმაყოფილებაზე. სააგენტო იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და არსებულ სფეროში სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული კომპანიების პრაქტიკას და გამოცდილებას. კლიენტის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი და პროფესიონალური მიდგომა,მრავალწლიანი გამოცდილება და კონფიდენციალურობის სრული გარანტია განაპირობებს სააგენტოს წარმატებას.